სომხური მედიის ინფორმაციით, სომხეთში ნიკოლ ფაშინიანისა და მისი მხარდამჭერების თანმხლები პოლიციის ავტობუსი ავარიაში მოყვა, არის მსხვერპლი.
მედიის ცნობით, ერთი ადამიანი დაიღუპა დ 12 დაშავდა.
გავრცელებული ცნობებით, პოლიციის ავტობუსი წინასაარჩევნო კამპანიისას საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანისა და მისი მხარდამჭერების ავტობუსებთან ერთად ლორეს პროვინციაში მიემგზავრებოდა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
მედიის ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება, ის საარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს
