Fox news-ი საქართველოსა და ირანის კავშირებზე იუწყება. გამოცემის ჰადსონის ინსტიტუტზე დაყრდნობით წერს, რომ ირანის რეჟიმი სანქციების გვერდის ავლით, სამხედრო მანქანის დასაფინანსებლად საქართველოს იყენებს.
სტატიის თანახმად, საქართველო რომელიც ცოტა ხნის წინ ევროკავშირისკენ დგამდა ნაბიჯებს და ნატოს წევრობის პოტენციურ კანდიდატად მიიჩნეოდა ნელ-ნელა იარანს უახლოვდება.
საქართქველოს პარლამენტის ყოფილი წევრმა, გიორგი კანდელაკმა ფადსონის ინსტიტუტის გამოქვეყნებული ანგარიშის თანაავტორია. მისი თქმით საქართველოს ირანისკენ შემობრუნება ქართველებისთვის კარგი არ არის და ასევე ეს ცუდია აშშ-ის ინტერესებისთვის რეგიონში.
"ირანმა საქართველოში უზარმაზარი გავლენის ინფრასტრუქტურა შექმნა, რომელიც მოიცავს აშშ-ის მთავრობის მიერ ექსტრემიზმთან კავშირებისთვის სანქცირებული სუბიექტების მიერსაქართველოს აქვს უპირატესად პროამერიკული საზოგადოებრივი აზრი, რომელიც ერთგულია დასავლური ღირებულებებისა და ვაშინგტონში მას ტრადიციულ აშშ-ის მოკავშირედ მიიჩნევენ.
საქართველოს აქვს უპირატესად პროამერიკული საზოგადოებრივი აზრი, რომელიც ერთგულია დასავლური ღირებულებებისა და ვაშინგტონში მას ტრადიციულ აშშ-ის მოკავშირედ მიიჩნევენ. ეს რეალობა საშინელ პრეცედენტს წარმოადგენს და ამ ტრაექტორიის შეცვლა როგორც აშშ-ის, ასევე ქართული საზოგადოების ინტერესებში შედის", - აღნიშნავს კანდელაკი.
ჰადსონის ანგარიშში დეტალურად არის აღწერილი ორ ქვეყანას შორის მზარდი კავშირები და ის, თუ როგორ იყენებს ირანი საქართველოს, როგორც სადაზვერვო ინფრასტრუქტურის ქსელს, რომელიც აღწევს საქართველოს რელიგიურ, საგანმანათლებლო და კულტურულ ინსტიტუტებში საზოგადოებაზე ზემოქმედების მიზნით. აქ საუბარია, საქართველოში არსებულ ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის ფილიალზე და ნათქვამია, რომ ის ირანის ისლამური რესპუბლიკის დამფუძნებლის, აიათოლა ხომეინის იდეოლოგიის საზღვარგარეთ გავრცელების მთავარი ინსტრუმენტია.
"აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა 2020 წელს განაცხადა, რომ ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ქვედანაყოფი „ყუდსის ძალები“ საქართველოში ალ-მუსტაფას უნივერსიტეტს იყენებს ირანისთვის საერთაშორისო რეკრუტირების ქსელად და გვევლინება ისლამური რესპუბლიკის იდეოლოგიური და უსაფრთხოების ინტერესების გამტარად... მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მთავრობასთან კავშირი არასოდეს დადასტურებულა, გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე აგილ ასლანოვი, რომელსაც კავშირი ჰქონდა ორგანიზებულ დანაშაულთან, „ყუდსის ძალებმა“ 2022 წელს აზერბაიჯანში გამოჩენილი ებრაელი ლიდერის მოსაკლავად გადაიბირეს. 2025 წელს, საქართველოს მოქალაქე ფოლად ომაროვს ნიუ-იორკის ფედერალურ სასამართლოში ბრალი წაუყენეს და 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ცნობილი ირანელი აქტივისტის, მასიჰ ალინეჟადის მკვლელობის მცდელობისთვის, რომელიც მკაცრად აკრიტიკებს ისლამური რესპუბლიკის მხრიდან მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობის გამოყენებას", - ვკითხულობთ სტატიაში.
