logo
ENG



მენაბდე: უნგრეთის არჩევნები კარგი მაგალითია იმისა, როგორ გაება თავისსავე დაგებულ მახეში რეჟიმი

13 აპრ 202612:35
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/13/te2uinh6ecge4yp.png

მოძრაობა "სოციალ დემოკრატიისთვის" წევრმა ვახუშტი მენაბდემ სოციალურ ქსელში უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე დაწერა.

მენაბდე გამოქვეყნებულ განცხადებაში განმარტავს, ამ არჩევნების შედეგები კარგი მაგალითია იმისა, როგორ გაება თავისსავე დაგებულ მახეში რეჟიმი.

"გუშინ უნგრელმა ხალხმა ავტორიტარული რეჟიმი შეცვალა. ამ არჩევნების შედეგები კარგი მაგალითია იმისა, როგორ გაება თავისსავე დაგებულ მახეში რეჟიმი.

მთელი საღამო უნგრეთის საარჩევნო კომისიის ვებგვერდს ვადევნებდით თვალყურს. თან ისმოდა კითხვები უნგრეთის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. ეს კითხვები ბუნებრივია, რადგან უნგრეთს მართლაც “უცნაური” საარჩევნო სისტემა აქვს. მაშ რაშია საქმე? რა ხდის მას ასე გაუგებარს?

უნგრეთის ეროვნული ასამბლეა ერთლაპატიანი პარლამენტია. იგი შედგება 199 დეპუტატისგან, რომელთაგან 106 ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში არიჩევა, ხოლო დარჩენილი 93 პროპორციულად 5%-იანი საარჩევნო ზღურბლით (ბლოკებისთვის უფრო მაღალი ბარიერია). ეს არის პირველი დიდი უპირატესობა მმართეველი პარტიისთვის. მანდატების 53%-ზე მეტი მაჟორიტარული წესით ნაწილდება პირველივე ტურში - ყველაზე მეტი ხმის მქონე კანდიდატი იმარჯვებს (თუდაც ხმების 50+1-ზე ნაკლები მიიღოს).

მეორე ასპექტი გაუნაწილებელი მანდატების განაწილების წესია, რომელოც დონტის ფორმულას ეყრდნობა, ის კი გარკვეულ უპირატესობას გამარჯვებულს აძლევს.

მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. დარჩენილი 47%-იც არ ნაწილდება მთლად სამართლიანად. საკითხი ეხება ე.წ. “საკომპენსაციო კომპონენტს”. ამ კომპონენტის მიხედვით მაჟორიტარულ ოლქებში მიღებული, მაგრამ „უქმად დარჩენილი“ ხმები გადადის პროპორციულ ნაწილში და ემატება შესაბამის პარტიებს.

რომელი ხმა ითვლება „უქმად დარჩენილად“?

1. თუ პარტიის კანდიდატი მაჟორიტარულ ოლქში დამარცხდა, მისთვის მიცემული ხმები ითვლება „უქმად დარჩენილად“ და ემატება პროპორციულ სიაზე.

2. თუ კანდიდატმა გაიმარჯვა, ანგარიშში ჩაითვლება მხოლოდ ის ხმები, რაც მოგებისთვის იყო საჭირო, დარჩენილი ხმები (რაც მეტია მეორე ადგილზე გასული კანდიდატის ხმებზე) ემატება პროპორციულ სიას.

ამგვარად, პარტიებს აქვთ ის ხმები, რაც წარდგენილი სიებისთვის პირდაპირ მიიღეს ამომრჩევლებისგან და ხმები, რაც “კომპენსაციის სახით” ირიბად გადაეცათ მაჟორიტარული ოლქებიდან.

ეს სისტემა თითქოს ამცირებს დაკარგული ხმების ოდენობას და ამომრჩეველის ნებას არ “ფანტავს”, მაგრამ რეალურად ის მუშაობს როგორც გამარჯვებული პარტიის ბონუს სისტემა. მაგალითად 2022 წელს ორბანმა მიიღო ხმების 54% (კომპენსირებული ხმების ჩათვლით), მაგრამ საბოლოოდ მანდატების 68%-მდე ერგო.

თავის დროზე ორბანმა ეს საარჩევნო სისტემა საკუთარი ძალაუფლების სტაბილურობის შესანარჩუნებლად შეიმუშავა და ადგებოდა კიდეც 15 წელი, მაგრამ გუშინდელ არჩევნებში საწინააღმდეგოდ შემოუტრიალდა. მაგიარმა ხმების 53.6%-ით (კომპენსირებული ხმების ჩათვლით) მანდატების დაახლოებით 69% აიღო და 138 მანდატიანი საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა (დათვლილია ხმების 99%).

ავტორიტარული რეჟიმები თამაშობენ ერთადერთ თამაშს: “გამარჯვებულს მიაქვს ყველაფერი”, მაგრამ ამ თამაშს მეორე მხარეც ყავს - წაგებული. “წაგებული კი აგებს ყველაფერს” - ერთხელაც დამარცხებულის ადგილას რეჟიმი აღმოჩნდება. 2026 წელს მაგიარმა უფრო დიდი სარგებელი ნახა ამ სისტემით, ვიდრე თავად ორბანმა 2022 წელს", - წერს ვახუშტი მენამდე.


close დახურვა