logo
ENG



თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა

14 აპრ 202612:37
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/14/94tp4nq62cdwiuz.jpg

თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ვიზიტი დაიწყო. მაიკლ ო'ფლაერტი სამოქალაქო საზოგადოებას უკვე შეხვდა. ამ წუთებში კი ევროკომისარი შეხვედრას სახალხო დამცველთან, ლევან იოსელიანთან, მართავს.

ვიზიტის მთავარი თემა ადამიანის უფლებების მიმართულებით საქართველოში არსებული ვითარებაა. ფოკუსშია "ოცნების" მიერ მესამე სექტორისა და დამოუკიდებელი მედიის დევნა. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი „ოცნების“ მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრასაც გეგმავს, სადაც განმარტებებს მოითხოვს ძალის გადამეტების შემთხვევებზე და დაუსჯელ მოძალადეებზე.

ო'ფლაერტი საქართველოში ბოლოს გასული წლის იანვარში იმყოფებოდა. ის მაშინ, "ოცნების" შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესაც შეხვდა. ამის შემდეგ, კომისარმა ოლიგარქის მთავრობა ტყუილში საჯაროდ ამხილა. გაირკვა, რომ მას ალექსანდრე დარახველიძემ უთხრა, რომ თითქოს "ოცნება" აქციების დარბევისას წყლის ჭავლში ქიმიურ ნივთიერებებს არ ურევდა.


close დახურვა