ურსულა ფონ დეერ ლაიენი უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ, პიტერ მადიარს, ესაუბრა. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა.
"უნგრეთი დაბრუნდა ევროპის გულში, სადაც მისი ადგილი ყოველთვის იყო. ეს, პირველ რიგში, არის უნგრელი ხალხის მომენტი.
წინ გველის სწრაფი მუშაობა აღდგენის, გარდაქმნისა და რეფორმებისთვის. კანონის უზენაესობის აღდგენა; ჩვენს საერთო ევროპულ ღირებულებებთან შესაბამისობაში გარდაქმნა; და რეფორმები - რათა გაიხსნას ევროპული ინვესტიციებით შემოთავაზებული შესაძლებლობები", - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
