logo
ENG



დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარ ძაღლს ბასრი საგნით დაზიანებები მიაყენა

15 აპრ 202611:09
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/15/88x6o64k5896p07.jpeg

სიღნაღში დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარ ძაღლს ბასრი საგნით სხეულზე დაზიანებები მიაყენა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მან ცხოველს ბასრი ნივთით ავნო და შემთხვევის შემდეგ მიიმალა.

უწყების განცხადებით, დაშავებული ძაღლი თავშესაფარშია გადაყვანილი და შესაბამის მკურნალობას გადის. შსს-ში აღნიშნავენ, რომ დაკავებული 49 წლისაა და წარსულშიც ყოფილა ნასამართლევი.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.


close დახურვა