logo
ENG



თბილისიდან სამშობლოში დაბრუნებული ბელარუსი ფოტოგრაფი მინსკის აეროპორტში დააკავეს

15 აპრ 202612:21
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/15/np9axd8fhxv9hnp.png

ბელარუსი ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო, რომელიც 2022 წლიდან თბილისში ცხოვრობდა, მინსკში ჩასვლისთანავე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პლატფორმა Dissidentby-ი და უფლებადამცველი რომან კისლიაკი ავრცელებენ. კისლიაკის ვარაუდით, ფოტოგრაფს სამშობლო მოენატრა და ვერ განსაზღვრა ის საფრთხე, რაც მას ბელარუსში ელოდა.

დაკავება, სავარაუდოდ, საზღვარგარეთ „თავისუფლების დღის“ აღნიშვნას უკავშირდება. აღნიშნულ საქმეზე შიშკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნაა დაწყებული, რის გამოც მის ბინაში ჩხრეკაც ჩატარდა. შეგახსენებთ, რომ 25 მარტს ბელარუსები დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს აღნიშნავენ, რასაც ლუკაშენკას რეჟიმი მკაცრად კრძალავს და მონაწილეებს ქონების კონფისკაციითა და პატიმრობით ემუქრება.

ბოლო მონაცემებით, ბელარუსში დაბრუნებისას 100-ზე მეტი პირია დაკავებული, მათ შორის ფოტოგრაფი ანდრეი ლიანკევიჩიც. საზღვარზე მოქალაქეებს მკაცრად კითხავენ და მათ მობილურ მოწყობილობებს ამოწმებენ.


close დახურვა