სააპელაციო სასამართლოში ჯგუფური ქმედების საბაბით დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ლუკა ჯაბუა, გურამ მირცხულავა, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რევაზ კიკნაძე და სერგეი კუხარჩუკი კვლავ პატიმრობაში რჩებიან.
მოსამართლე თეა ლეონიძემ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გამამტყუნებელი განაჩენი უცვლელი დატოვა. სააპელაციო სასამართლოში „11 პირის საქმის“ განხილვა დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ 11 პირი — ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ლუკა ჯაბუა, გურამ მირცხულავა, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რევაზ კიკნაძე და სერგეი კუხარჩუკი — ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო, თუმცა ბრალის კვალიფიკაცია შეცვალა და ისინი ჯგუფურ ქმედებაში მონაწილეობისთვის დამნაშავედ სცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა თითოეულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
