აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანი დათანხმდა, რომ არასდროს დაკეტავს ჰორმუზის სრუტეს, რაც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების მაგიდასთან ამერიკული მხარის მთავარი მოთხოვნა იყო.
ამის შესახებ ტრამპმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა.
"ირანი დათანხმდა, რომ ჰორმუზის სრუტე აღარასდროს დახუროს. იგი აღარ იქნება გამოყენებული მსოფლიოს წინააღმდეგ იარაღად", - განაცხადა ტრამპმა
ტრამპი ასევე აღნიშნავს, რომ ჰორმუზის სრუტესთან სიტუაციის დალაგების შემდეგ, ნატოდან დაურეკეს.
"ახლა, როდესაც ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებული სიტუაცია დასრულდა, ნატო-დან დამირეკეს და მკითხეს, დახმარება ხომ არ გვჭირდებოდა, ვუთხარი, რომ თავი შორს დაეჭირათ, იმ შემთხვევაში თუ გემების ნავთობით დატვირთვა არ სურდათ. როცა საჭიროები იყვნენ, უსარგებლოები იყვნენ, ქაღალდის ვეფხვებივით!"- წერს ტრამპი.
