თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე, უკრაინის ომთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ თურქეთი მხარს უჭერს სამართლიან მოლაპარაკებებს და მზად არის შუამავლობისთვის, მათ შორის ლიდერების დონეზე შეხვედრების ორგანიზებისთვის.
ეს განცხადება ერდოღანმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების პასუხად გააკეთა.
ანდრეი სიბიგამ თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, მზადაა პუტინს თურქეთში შეხვდეს.
სიბიგას თქმით, უკრაინა მზადაა მოლაპარაკების ახალი ფორმატისთვის საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით. სიბიგამ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებაში მონაწილეობას მიიღებენ უკრაინის, რუსეთის, თურქეთის და, შესაძლოა, აშშ-ის ლიდერები.
" ჩვენ მზად ვართ თურქეთში ლიდერების შეხვედრისთვის, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინი, პრეზიდენტების, ერდოღანისა და ტრამპის მონაწილეობით. ცოტა ხნის წინ გადავეცით ეს სიგნალი თურქ პარტნიორებს. თურქეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამშვიდობო ძალისხმევებში", - განაცხადა სიბიგამ
