აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა რუსულ ნავთობზე სანქციები კიდევ 30 დღით შეამსუბუქა. გადაწყვეტილება ეხება იმ ტვირთებს, რომლებიც უკვე ტანკერებზეა დატვირთული და ამ წუთებში ზღვაში იმყოფება.
ინფორმაციაში ნათქვამია, რომ გასულ თვეში გაცემული ლიცენზიის მოქმედების ვადა გახანგრძლივდა და ქვეყნები რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შეძენას 16 მაისამდე შეძლებენ.
"აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი (OFAC) გამოსცემს რუსეთთან დაკავშირებულ გენერალურ ლიცენზიას 134B-ს — "რუსეთის ფედერაციის წარმოშობის ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიწოდებისა და გაყიდვის ავტორიზაციის შესახებ", რომლებიც 2026 წლის 17 აპრილის მდგომარეობით გემებზეა დატვირთული", - ნათქვამია განცხადებაში.
