logo
ENG



ირანის პასუხი ტრამპს: "ირანის გამდიდრებული ურანის მარაგის გადატანა არსად მოხდება"

18 აპრ 202611:00
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/18/o1mxvhy38yn3bfq.png

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ თუ მომავალ ოთხშაბათამდე ირანთან ომის დასრულების გრძელვადიანი შეთანხმება არ იქნება მიღწეული, ზავი აღარ გაგრძელდება. 

ტრამპის თქმით, მხარეები პოზიციების შეჯერებასთან ახლოს არიან, თუმცა მთავარ საკითხზე თეირანიდან საპირისპირო განცხადებები ისმის. საუბარია ირანის კუთვნილ გამდიდრებულ ურანზე. ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ იმუშავებს ირანთან, რათა გამდიდრებული ურანი შეერთებულ შტატებში დააბრუნოს.

"ჩვენ ამას მოვაგვარებთ. შევალთ ირანთან ერთად, სასიამოვნო, ნელი ტემპით, ჩავალთ და დავიწყებთ გათხრებს დიდი დანადგარებით. ჩვენ მას შეერთებულ შტატებში დავაბრუნებთ", - აღნიშნა ტრამპმა.

ირანის საგარეო უწყება კი კატეგორიულად აცხადებს, რომ ქვეყნიდან ურანის მარაგის გატანას არ დაუშვებს.

"ირანის გამდიდრებულ ურანს არსად გადაიტანენ", - თქვა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.


close დახურვა