logo
ENG



ირანმა ჰორმუზის სრუტეზე შეზღუდვები კვლავ დააწესა - ტანკერები კურსს იცვლიან

18 აპრ 202618:57
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/18/na8vo3jhn636lz1.png

საზღვაო მოძრაობის მონიტორინგის სისტემის, Marine Traffic-ის მონაცემებით, სპარსეთის ყურეში, ჰორმუზის სრუტის შესასვლელთან, ნავთობისა და თხევადი აირის (LPG) გადამზიდი ტანკერები კურსს მასობრივად იცვლიან და უკან ბრუნდებიან.

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ირანის სამხედრო ხელმძღვანელობამ ჰორმუზის სრუტეში გემების გადაადგილებაზე შეზღუდვების ხელახლა დაწესების შესახებ განაცხადა. თეირანი ამ გადაწყვეტილებას ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან „ნდობის განმეორებით დარღვევას“ უკავშირებს.

Marine Traffic-ის რუკაზე არსებული მონაცემები აჩვენებს, რომ სრუტის ორივე მხარეს ბევრი ტანკერი უძრავად დგას. ნავთობითა და LPG-ით დატვირთული ტანკერები ცდილობენ ტერიტორიას განერიდონ და მიმართულებას იცვლიან.

რაც შეეხება კონტეინერმზიდებსა და სხვა სატვირთო გემებს, შეზღუდვები მათ გადაადგილებაზეც ახდენს გავლენას.


close დახურვა