ბერი ნიკოლოზის სახლთან მრევლია შეკრებილი, ისინი ბინაში შესვლას ითხოვენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
მრევლის ინფორმაციით, ბერი ნიკოლოზი 9 აპრილის შემდეგ არ გამოჩენილა, თუმცა, მათივე ცნობით, 2 დღის წინ მის სახლში პოლიციამ და ბინის მეპატრონემ სათვალთვალო კამერა დაამონტაჟეს. ამის შესახებ, მრევლი Facebook-გვერდზე "ქრისტე მეფე ნარიმანი" წერს.
"მამა ნიკოლოზის საცხოვრებელი ბინის წინა ბინაში, შევიდა ორი პოლიციელი და ბინის მეპატრონე. გამოსვლის მერე კარებზე დატოვეს განცხადება: "ბინაში დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერა." მრევლის ორი წევრი იქ იმყოფებოდა--თვითმხილველები. 17.04.2026.
შეგახსენებთ, რომ 9.04.2026. მამა ნიკოლოზი თავისი საცხოვრებელი ბინიდან გამოვიდა და მრევლის დახმარებით წინა მეზობლის კარებთან მივიდა, უჭირდა გადაადგილება, კარის სახელური ორჯერ ჩამოწია და გასაღების ადგილზე მიანიშნა. მას შემდეგ მამაოს ბინაში ჩამი-ჩუმი არ ისმის, ის არ გადაადგილდება და არც ხმას იღებს", - წერია მრევლის ინფორმაციაში.
ბერი ნიკოლოზ (ნარიმანი) მაქარაშვილი საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
ფორმულას შსს-ში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
