logo
ENG



საიამ სტრასბურგში სამართალდამცავების მიერ დემონსტრანტების წამების ადმინისტრაციულ პაქტიკაზე საჩივარი გაგგზავნა

20 აპრ 202611:47
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/20/hukyt9kpdo0ul47.png

საიამ ევროპულ სასამართლოში 2024 წლის ნომბერ-დეკემბრის აქციების დროს სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების წამებისა და არასათანადო მოპყრობის ადმინისტრაციულ პაქტიკაზე საჩივარი გაგგზავნა.

"2026 წლის 17 აპრილს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს წარედგინა საჩივარი, რომელიც ეხება 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში პროევროპული დემონსტრაციების დროს სამართალდამცავთა მხრიდან განხორციელებულ სისტემურ წამებას, არასათანადო მოპყრობასა და სხვა დარღვევებს.

საია საჩივარში ამტკიცებს, რომ განხორციელებული ქმედებები არის პროტესტის მონაწილეების მიმართ დისკრიმინაციული არასათანადო მოპყრობის კოორდინირებული ადმინისტრაციული პრაქტიკა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ საია დავობს, რომ სახელმწიფოს ქმედებები წარმოადგენს არა მხოლოდ ინდივიდუალური უფლებების დარღვევას, არამედ, ეს არის ძალაუფლების სასტიკი ბოროტად გამოყენება, რომელიც მიმართული იყო პრო-ევროპული პროტესტების ჩახშობისკენ და სცდება დემოკრატიული წესრიგის ფარგლებს (კონვენციის მე-17 მუხლი).

საია ამ და სხვა მნიშვნელოვან საქმეებზე განაგრძობს სტრატეგიულ სამართალწარმოებას ევროპულ სასამართლოში და საზოგადოებას დროდადრო მიაწვდის შესაბამის განახლებულ ინფორმაციას", - ნათქვამია განცხადებაში

 


close დახურვა