logo
ENG



კალაძე: სახელმწიფომ შეიძინოს ისეთი პრეპარატი, რომელზედაც თავად მწარმოებელი ვერ იღებს პასუხისმგებლობას?

20 აპრ 202616:09
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/20/mi6okzw2cz53l3e.png

გულწრფელად გეტყვით, დარგის სპეციალისტი არ ვარ, თუმცა რადგან თემა მწვავე იყო, მეც მოვიძიე ინფორმაცია - რა ვითარება იყო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გადაამოწმოს, რომ კომპანია, რომელიც აღნიშნულ პრეპარატს აწარმოებს, თავად ვერ იღებს პასუხისმგებლობას მასზე. ყველანაირ პოლიტიკას დავანებოთ თავი, ადამიანურად ვსვამ ძალიან მარტივ შეკითხვას: სწორად მიგაჩნიათ, სახელმწიფომ მიიღოს გადაწყვეტილება და ამ ოჯახებისთვის, ბავშვებისთვის შეიძინოს ისეთი პრეპარატი, რომელზედაც თავად მწარმოებელი ვერ იღებს პასუხისმგებლობას?


close დახურვა