logo
ENG



მარგველაშვილი: შეხვედრას ესწრებოდეს კვირიკაშვილი და საუბრობდეს პატრიარქის გადაყენებაზე, გამორიცხულია

28 ოქტ 201921:01
3 წუთის საკითხავი
 
ywonsfbnt0n7645.png

გადაცემაში „ფორმულას პოლიტიკა“ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი მეუფე იაკობის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მაღალი თანამდებობის პირები ასეთ თემებზე არ საუბრობენ, მით უმეტეს, ერთმანეთთან.

„დაინტერესებას იმას რა ხდება ეკლესიაში, პოლიტიკოსებისგან არ გამოვრიცხავ. შეხვედრას ესწრებოდეს კვირიკაშვილი და საუბრობდეს პატრიარქის გადაყენებაზე, გამორიცხულია. ასეთი ტიპის შეხვედრაზე, სადაც პატრიარქის გადაყენებაზეა საუბარი და რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირი ესწრება, პლიუს ერთმანეთის მიმართ უნდა ქონდეთ აღმატებული ნდობა და რესპოდენტის მიმართ ნდობა, ვისსაც ესაუბრებიან. მე მეუფე იაკობის განცხადებების შეფასებას არ ვაპირებ. ასეთი მაღალი თანამდებობის პირები ასეთ თემაზე არ საუბრობენ, მით უმეტეს ერთმანეთთან, ესაა რეალობა,“ - განაცხადა მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მეუფე იაკობმა ქორეპისკოპოსისა და საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. ეს გადაწყვეტილება იაკობმა პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ გააჟღერა. იქამდე კი მეუფე იაკობმა ტვ პირველის ეთერში განაცხადა, რომ მაშინდელი პრიემიერ მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში, მას, გომელაური, შს მინისტრი გიორგი გახარია და გიორგი კვირიკაშვილი პატრიარქის მეუფე შიოთი ჩანაცვლებაზე „ეჩალიჩებოდნენ“.

„პოლიტიკის ფორმულა“ ტელეკომპანიის ეთერში ყოველ სამუშაო დღეს, დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ გავა. გადაცემის წამყვანი სოფო ზურაბიანი იქნება.


close დახურვა