ტეოტიუაკანის პირამიდებთან შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, დაიღუპა ერთი ადამიანი და დაშავდა რამდენიმე. შემთხვევა 20 აპრილს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ადგილას მოხდა, სადაც თავდასხმის დროს ათობით ვიზიტორი იმყოფებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა სროლა პირამიდის ზედა ნაწილიდან დაიწყო, რამაც ადგილზე პანიკა გამოიწვია. დაღუპულია 32 წლის კანადის მოქალაქე ქალი, ხოლო დაშავებულები სხვადასხვა ქვეყნის ტურისტები არიან.
სამართალდამცველების ცნობით, თავდამსხმელი 27 წლისაა, ის მექსიკის მოქალაქეა. ცეცხლის გახსნის მოტივი უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.
