სუს-ის უფროსის პოსტზე რეჟიმი მამუკა მდინარაძეს გელა გელაძით ანაცვლებს. ეს განცხადება ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე გააკეთა.
ამასთან, დღესვე ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნების მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს. ის ასევე იქნება ვიცე-პრემიერი.
რაც შეეხება შს მინისტრს, ამ თანამდებობის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი დაიკავებს. აღსანიშნავია, რომ სულხან თამაზაშვილი დიდი ბრიტანეთის, ლიეტუვისა და ესტონეთის მიერ არის სანქცირებული.
დღევანდელ ბრიფინგზე ოცნების პრემიერმა ასევე თქვა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ვიცე-პრემიერიც იქნება.
