კიევში მოულოდნელი ვიზიტით პრინცი ჰარი ჩავიდა.
ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრი აცხადებს, რომ სურს მთელს მსოფლიოს შეახსენოს, რა სირთულეების წინაშე დგას ომში მყოფი უკრაინა და უკრაინელები ყოველდღიურად.
ჯერჯერობით უცნობია რამდენ ხანს გაგრძელდება სასექსის ჰერცოგის ვიზიტი კიევში და ვისთან გეგმავს შეხვედრებს.
ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში ჰარი უკვე ორჯერ იმყოფებოდა. 2025 წლის აპრილსა და სექტემბერში. ეს უკვე რიგით მესამე ვიზიტია.
