logo
ENG



EU-მა სანქციების მე-20 პაკეტი და უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხი ოფიციალურად დაამტკიცა

23 აპრ 202622:55
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/23/n94d0ehkk58w11k.jpeg

დღეს ევროკავშირის საბჭომ ოფიციალურად დაამტკიცა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი და 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი უკრაინისთვის, რასაც ვიქტორ ორბანის მთავრობა ბლოკავდა.

ევროპული საბჭოს პრესრელიზის მიხედვით, სანქციების ახალ პაკეტი მოიცავს 120 ინდივიდუალური შეზღუდვას, იზრდება ზეწოლა რუსეთის ენერგეტიკულ სექტორზე და ე.წ. ჩრდილოვან ფლოტზე. სანქციების მეოცე პაკეტი ითვალისწინებს ზომებს რუსეთის ფინანსური დაწესებულებების, მესამე ქვეყნებისა და კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის სამხედრო სამრეწველო კომპლექსს.

პრესრელიზში აღნიშნულია, რომ სანქციების ახალი პაკეტი ქმნის საფუძველს სამომავლოდ რუსული ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების საზღვაო გადაზიდვების აკრძალვისთვის. ეს განხორციელდება დიდი შვიდეულის წევრ ქვეყნებთან და ფასის ზედა ზღვრის კოალიციაში შემავალ სახელმწიფოებთან სრული კოორდინაციით.

მე-20 პაკეტი მოიცავს 36 სანქციას რუსეთის ენერგეტიკული სექტორის ყველა რგოლის წინააღმდეგ. მათ შორის კვლევის, მოპოვების, გადამუშავებისა და ტრანსპორტირების სფეროში.

ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, ე.წ. შავ სიას დაემატა რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტში“ შემავალი კიდევ 46 გემი. აკრძალულია მათი შესვლა ევროკავშირის პორტებში შესვლა და საზღვაო მომსახურებების გაწევა. ახალი პაკეტი ითვალისწინებს სავალდებულო შემოწმებებს ტანკერების გაყიდვისას და გათხევადებული ბუნებრივი აირის გადამზიდავი ტანკერებისა და ყინულმჭრელებისთვის მომსახურების აკრძალვას.

ამას გარდა, 2027 წლის იანვრიდან გათხევადების ბუნებრივი აირის ტერმინალებით მომსახურება რუსულ კომპანიებისთვის აიკრძალება. ასევე აიკრძალა ოპერაციები ორ რუსულ პორტთან, მურმანსკთან და ტუაფსესთან და ინდონეზიის კარიმუნის ნავთობის ტერმინალთან.

სანქციების მეოცე პაკეტში ასევე მოხვდა 20 რუსული ბანკი, რომლებთანაც ევროკავშირი  ტრანზაქციებს კრძალავს. დამატებით სანქციები ეხება მესამე ქვეყნებში მოქმედ ოთხ ფინანსურ ინსტიტუტს.


close დახურვა