თბილისის „დინამოს“ მთავარ მწვრთნელად თემურ ქეცბაია დაინიშნა. 58 წლის სპეციალისტსა და კლუბს შორის გაფორმებული კონტრაქტი 2-წლიანია და 2028 წლამდეა ძალაში. ქეცბაიამ პოსტზე ვლადიმერ კაკაშვილი შეცვალა. ახალი მთავარი მწვრთნელის ასისტენტებად სამწვრთნელო შტაბში სოსო ჭედია და გელა ინალიშვილი იმუშავებენ.
თემურ ქეცბაია თბილისურ კლუბში 34-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. ის „დინამოს“ (იმ პერიოდში „იბერიას“) ღირსებას 1987-1992 წლებში იცავდა. ფეხბურთელის სტატუსით მან გუნდის შემადგენლობაში 104 მატჩი ჩაატარა და 23 გოლი გაიტანა. ამ პერიოდში ქეცბაია ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი (1990 და 1991 წლებში) და ერთხელ მოიპოვა ქვეყნის თასი (1992 წელს).
სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში ქეცბაიას ბოლო სამუშაო ადგილი კვიპროსული „ანორთოსისი“ იყო. თბილისის „დინამოში“ მისი მუშაობის ათვლა 2026 წლიდან იწყება.
