სააპელაციო სასამართლომ პროევროპულ აქციებზე დაკავებული საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა.
გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა მიიღო.
2025 წლის 10 ივლისს პროევროპულ აქციებზე დაკავებულ საბა ჯიქიას 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა.
19 წლის სტუდენტი საბა ჯიქია 5 დეკემბერს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. მას განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეცრაზმელ ბექა გოტიაშვილზე წიხლის ჩარტყმას ედავებიან.
