logo
ENG



25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ

24 აპრ 202619:20
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/24/q5mqkor3mcoccax.png

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, 25 აპრილს ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღის გასვლასთან დაკავშირებით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში მღვდელმთავრებთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად წირვას აღავლენს. 

"ხვალ, 25 აპრილს, 40 დღე სრულდება უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის გარდაცვალებიდან.

ამასთან დაკავშირებით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში მღვდელმთავრებთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს წირვას, რომლის შემდეგაც მისი უწმინდესობის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდის.

ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება", - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა