logo
ENG



POG: თბილისში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალდება წარედგინა

25 აპრ 202611:25
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/25/kntrm6d2b4m4y7g.png

პროკურატურის ინფორმაციით, თბილისში, მგალობლიშვილის ქუჩაზე დამამძიმებელ გარემოებებში მომხდარი, განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა.

პროკურატურის ცნობით, ბრალდებულმა დაზარალებულს ანგარებით, ფულის და პირადი ნივთების დაუფლების მიზნით დანით სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 23 აპრილს, თბილისში, მგალობლიშვილის ქუჩა N1-ში მდებარე ბინაში, ბრალდებულმა, ანგარებით, ფულის და პირადი ნივთების დაუფლების მიზნით, დაზარალებულს დანით სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებული ადგილზევე გარდაიცვალა.სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით ( განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ანგარებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", - ნათქვამია ინფორმაციაში. 


close დახურვა