აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე გამოაქვეყნა რუკა, სადაც ვენესუელა აშშ-ის დროშის ფერებშია დატანილი და „51-ე შტატად“ არის მოხსენიებული.
ეს პოსტი მოჰყვა მის მიერ Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუს, რომელშიც პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ვენესუელის შტატად ქცევის საკითხს სერიოზულად განიხილავს. ტრამპის განცხადებას მყისიერად გამოეხმაურა ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დელსი როდრიგესი. მან კატეგორიულად უარყო ეს იდეა და განაცხადა, რომ ქვეყანა საკუთარი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვას გააგრძელებს, რადგან ვენესუელა კოლონია არ არის.
