logo
ENG



თურქეთმა სომხეთთან ორმხრივ ვაჭრობაზე არსებული შეზღუდვები გააუქმა

13 მაი 202614:16
3 წუთის საკითხავი
 
2026/05/13/gjtr6e0qx7zcp04.png

თურქეთმა სომხეთთან ორმხრივ ვაჭრობაზე არსებული შეზღუდვები გააუქმა. გადაწყვეტილებას სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმა და მას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესში კიდევ ერთი ნაბიჯი უწოდა.

სომხეთის საგარეო უწყების პრესსპიკერის, ანი ბადალიანის განცხადებით, შეზღუდვების მოხსნა მნიშვნელოვანია როგორც სავაჭრო და ბიზნესკავშირების გაფართოებისთვის, ისე რეგიონში ეკონომიკური დაკავშირებადობის გაძლიერებისა და მშვიდობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

„ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ორ ქვეყანას შორის სრულფასოვანი და ბუნებრივი ურთიერთობების განვითარების მიმართულებით“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ პროცესის გაგრძელება შესაძლოა სომხეთ-თურქეთის საზღვრის გახსნითა და დიპლომატიური ურთიერთობების ოფიციალურად დამყარებით დასრულდეს.


close დახურვა