logo
ENG



TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა

13 მაი 202620:23
3 წუთის საკითხავი
 
2026/05/13/s3gkv2b3rqoy04p.jpg

სანქცირებული სამთავრობო და პროპაგანდისტული იმედის ცნობით, ევროპარლამენტმა მათ 1 წლით საქმიანობა აუკრძალა.

მათივე ცნობით, მოლდოვამ 3 ქართულ სამთავრობო და პროპაგანდისტულ მაუწყებელს - TV იმედს, PosTV-ს და რუსთავი 2-ს აკრედიტაცია არ მისცა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სესიაზე დასასწრებად, სადაც ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილიც იქნება. 

არხი ავრცელებს მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომლითაც აღნიშნულ მედიებს აკრედიტაციაზე უარი ეთქვათ. 

"ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიისთვის აკრედიტაციის მოთხოვნები კომპეტენტურმა ორგანოებმა განიხილეს, მოქმედი ეროვნული კანონმდებლობის და მოლდოვის რესპუბლიკაში უცხოელი ჟურნალისტების აკრედიტაციის შესახებ რეგულაციის შესაბამისად.

აკრედიტაციის პროცესი ყველა განმცხადებლისთვის სტანდარტული შეფასების პროცედურას მოიცავს. ამ განხილვის შემდეგ თქვენი მოთხოვნა არ დადასტურდა.

პატივისცემით აღვნიშნავთ, რომ ჩვენ არ შეგვილია დამატებითი კომენტარების გაკეთება ინდივიდუალური აკრედიტაციის შეფასებებთან, ან შიდა განხილვის პროცედურებთან დაკავშირებით", - ნათქვამია მოლდოვის საგარეოს განცხადებაში. 

რაც შეეხება ევროპარლამენტს, სამთავრობო არხის ცნობით, ტელეარხმა ცოტა ხნის წინ მიიღო ოფიციალური წერილი ევროპარლამენტისგან, რომლის მიხედვითაც, TV იმედს 1 წლის განმავლობაში ევროპის პარლამენტში საქმიანობა ეკრძალება - გადაწყვეტილება კი იმედის კვირაში გასული რეპორტაჟის შემდეგ მიიღეს.


close დახურვა