უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პირველად დაიბარა რუსეთის ელჩი.
ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა უნგრეთის ახალი მთავრობის პირველ სხდომაზე განაცხადა.
"უნგრეთის მთავრობა მტკიცედ გმობს ზაკარპატიეზე რუსეთის თავდასხმას”, - განაცხადა მან.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის ზაკარპატიის რეგიონში ეთნიკური უნგრელებიც ცხოვრობენ.
ამას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც და მან მადიარის სიტყვებს „მნიშვნელოვანი გზავნილი“ უწოდა.
