კიევზე რუსეთის კომბინირებული შეტევის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 32-მდე გაიზარდა. მათ შორისაა ერთი თვის ჩვილი. ინფორმაციას უკრაინული მედია საგანგებო სიტუაციების სამსახურსა და ქალაქის მერზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დაშავებულებიდან 20 ადამიანი საავადმყოფოში რჩება, მათ შორის ბავშვიც.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლის, პაველ პეტროვი თქმით, თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
ყველაზე მძიმე ვითარება დარნიცკის რაიონშია, სადაც საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მთლიანად განადგურებულია 18 ბინა.
რუსული იერიშის შემდეგ კიევის ნაწილში წყალმომარაგების შეფერხებებიც დაფიქსირდა.
