logo
ENG



უკრაინის საგარეო: ევროსამბჭომ პუტინისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნას მხარი დაუჭირა

15 მაი 202618:31
3 წუთის საკითხავი
 
2026/05/15/3c200bfq8gxm08y.png

უკრაინული მედია უკრაინის საგარო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ 15 მაისს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრაზე, საერთაშორისო ორგანიზაციის წევრებმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალის შექმნის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს. 

უკრაინის საგრეო აღნიშნავს, რომ "შეხვედრაზე 37-მა ქვეყანამ დაამტკიცა გაფართოებული ნაწილობრივი შეთანხმება უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულზე სპეციალური ტრიბუნალისთვის საორგანიზაციო კომიტეტის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით".

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიჰამ განაცხადა, რომ "დღეს გადალახულია უკან დასახევი ზღვარი - სპეციალური ტრიბუნალი სამართლებრივ რეალობად იქცა", მან აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია სამართლიანობისკენ მიმავალ გზაზე.

"პუტინს ყოველთვის სურდა ისტორიაში შესვლა და ეს ტრიბუნალი ამის მიღწევაში დაეხმარება. ის ისტორიაში შევა, როგორც კრიმინალი, და არამარტო ის. პუტინი, შოიგუ, გერასიმოვი, ბორტნიკოვი, ზოლოტოვი, მედვედევი, პატრუშევი, ლუკაშენკო და სხვები. დღეს მათ ჰააგისკენ ბილეთი მიიღეს" – თქვა სიბიჰამ. 

უკრაინის საგარეომ აღნიშნა, რომ გაფართოებული ნაწილობრივი შეთანხმება განსაზღვრავს ტრიბუნალის ფუნქციონირებისთვის საჭირო ადმინისტრაციულ და სამმართველო საფუძვლებს და შექმნის დამატებით მექანიზმებს ტრიბუნალისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის გასაფართოებლად.

ცერემონია მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში გაიმართა, შეხვედრაზე წევრი სახელმწიფოები მინისტრთა დონეზე იყვნენ წარმოდგენილი.

 


close დახურვა