logo
ENG



ანდრეი ერმაკი წინასწარი პატიმრობიდან გირაოთი გაათავისუფლეს

18 მაი 202612:39
3 წუთის საკითხავი
 
2026/05/18/gb42qxrc5y9rn0e.jpeg

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ანდრიი ერმაკი, წინასწარი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ერმაკი კორუფციული სქემების გამოძიებაში ფულის გათეთრებაშია ეჭვმიტანილი.

მან იზოლატორი უკვე დატოვა. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილ უფროსს საპატიმროსთან ჟურნალისტები დახვდნენ, მედიის შეკითხვები ყოფილმა მაღალჩინოსანმა უპასუხოდ დატოვა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ერმაკმა შეძლო გირაოს თანხის-140 მილიონი გრივნის სრულად შეგროვება. მისმა ადვოკატმა თანხის შემტანი პირების ვინაობის გასაჯაროებაზე უარი განაცხადა.

დაცვის მხარე ერმაკისთვის ორთვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდების გასაჩივრებას არ აპირებს.  ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურა ყოფილ მაღალჩინოსანს ფულის გათეთრებას ედავება. საქმე ეხება კიევთან ელიტური კოტეჯების მშენებლობას. 14 მაისს ერმაკს ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს გირაოს პირობით, რაც იმას ნიშნავდა, რომ თანხის შეტანის შემდეგ ის იზოლატორიდან გათავისუფლდებოდა. ერმაკი ბრალდებებს უარყოფს.


close დახურვა