რუსთაველის თეატრის დირექტორმა, გია თევზაძემ TV პირველთან რუსი სტუდენტებისთვის თეატრის დარბაზის მიქირავებასთან დაკავშირებით ისაუბრა და თქვა, რომ ამაში თანხა აიღეს და კიდევ რომ დასჭირდეთ დარბაზს ისევ მიაქირავებენ.
"ჩვენ იჯარით მივეცით დარბაზი, მაქსიმალური თანხა ავიღეთ, იქ ისეთი არაფერი არ იყო, სტუდენტები იყვნენ ГИТИС-ის. ჩვენ არავინ დაგვიკარგავს ამ ომში? [მეორე მსოფლიო ომში]... ჩვენ ყველაზე მეტი დავკარგეთ ამ ომში. რა საკვირველია, კიდევ რომ დასჭირდეთ, თეატრის დარბაზს კიდევ მივაქირავებთ ფულის გამო", - თქვა თევზაძემ.
ცნობისთვის, 14 მაისს, რუსთაველის თეატრში რუსეთის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტის სტუდენტებმა კონცერტი გამართეს, რომელიც მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 81-ე წლისთავს მიეძღვნა, ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექცია ავრცელებს.
