„ქართულმა ოცნებამ“ დღეს ბიუროს სხდომაზე „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები წარადგინა. ცვლილებები ეხება მოქმედ მუხლს, რომელიც სამაუწყებლო კომპანიებს უცხოური წყაროებიდან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღებას უკრძალავს. ახალი პროექტის თანახმად, აკრძალვა აღარ შეეხება იმ მაუწყებლებს, რომლებიც მხოლოდ ერთი თემატიკის - სპორტული, შემეცნებითი, საგანმანათლებლო ან გასართობი - პროგრამებით მაუწყებლობენ.
ამასთან, უცხოური დაფინანსების მიღება კვლავ აკრძალული დარჩება იმ მაუწყებლებისთვის, რომელთა ეთერშიც ახალი ამბები და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები გადაიცემა.
კანონის პროექტის ავტორები "ოცნების" დეპუტატები შოთა ბერეკაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი და ანტონ ობოლაშვილები არიან.
