საოკუპაციო ძალების მიერ გიგა ოთხოზორიას სასტიკი მკვლელობიდან 10 წელი გავიდა.
2016 წლის 19 მაისს 30 წლის გიგა ოთხოზორია ხურჩა-ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას სიტყვიერი დაპირისპირება მოუვიდა ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო შეიარაღებულ მესაზღვრეებთან. ვითარების განმუხტვის მიზნით ოთხოზორიამ ტერიტორია დატოვა და საქართველოს მიერ კონტროლირებადი მხარისკენ გაემართა, თუმცა დე-ფაქტო მესაზღვრეები მას უკან გაჰყვნენ.
ერთ-ერთმა სამხედრომ, რაშიდ კანჯი-ოღლიმ, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გიგა ოთხოზორიას ცეცხლი გაუხსნა და რამდენჯერმე ესროლა ქვედა კიდურებისა და მუცლის არეში. სროლის შემდეგ ოკუპანტმა წაქცეულ გიგა ოთხოზორიას თავის არეში საკონტროლო გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. არსებობს ამ შემთხვევის ამსახველი ვიდეო კადრები.
გიგა ოთხოზორია მიყენებული ჭრილობების შედეგად ზუგდიდის საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა.
