logo
ENG



ზაარბრიუკენი თბილისთან კავშირს წყვეტს

19 მაი 202614:03
3 წუთის საკითხავი
 
2026/05/19/o1zcbn988xu794d.jpg

გამოცემა Saarbrücker Zeitung-ის ცნობით, 51-წლიანი საქალაქო პარტნიორობის შემდეგ, გერმანიის ქალაქი ზაარბრიუკენი საქართველოს დედაქალაქ თბილისთან ყველანაირი ოფიციალური კავშირის გაწყვეტას გეგმავს.

ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ ოფიციალური განცხადება ქალაქის მერის, უვე კონრადტის ოფისმა გაავრცელა.

ქალაქის მერის განცხადებით, გადაწყვეტილება საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების გამო მიიღეს.

"ორგანიზაციები, რომლებიც საზღვარგარეთიდან ფინანსური მხარდაჭერით მუშაობენ, აგენტებად უნდა დარეგისტრირდნენ, ოპოზიციური პარტიები უნდა აიკრძალოს, დემონსტრაციებს სასტიკად ახშობენ, ოპოზიციის სულ უფრო მეტი წევრის დაპატიმრება ხდეა, მუდმივად მოქმედებს ახალი კანონები და რეგულაციები, რომლებიც ზღუდავს შეკრების, პრესისა და გამოხატვის თავისუფლებას", - ნათქვამია ზაარბრიუკენის მერის შეფასებაში.


close დახურვა