ანტიკორუფციული ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი რაჟდენ კუპრაშვილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებული სუს-ის ყოფილი უფროსის მოადგილის, ლევან ახობაძის ადვოკატი იქნება.
ინფორმაცია თავად რაჟდენ კუპრაშვილმა პუბლიკას დაუდასტურა.
მისი თქმით, ბრალდებული სახლში დააკავეს. მან დამატებითი კომენტარი სუს-ში მისვლამდე არ გააკეთა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის მოადგილე, ლევან ახობაძე დააკავეს.
აღნიშნულ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 11-დან 15 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
