logo
ENG



ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან ₾5.3 მილიონი ლარი გამოყო

22 მაი 202618:30
3 წუთის საკითხავი
 
2026/05/22/vs0bjfnp1l6snxs.png

21 მაისის განკარგულებით, "საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით", საპარტრიარქოსთვის  "ქართული ოცნების" მთავრობა  სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათას ლარს გამოყოფს.

მთავრობის ადმინისტრაციის თანახმად, საიუბილეო ღონისძიებები მასშტაბურად პირველი ივნისიდან დაიწყება და 14 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

კომისიის თანათავმჯდომარეები არიან "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე.

დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული თანხა საპატრიარქოს "ღონისძიებების დაფინანსების მიზნით" გადაეცემა.

"საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილე მასშტაბური საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებებით აღინიშნება.

საიუბილეო ღონისძიებებთან დაკავშირებით იმსჯელეს საქართველოს მთავრობისა და საპატრიარქოს ერთობლივი კომისიის სხდომაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

კომისიის თანათავმჯდომარეები არიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე.

საიუბილეო ღონისძიებები, რომლებიც 26 მაისიდან დაიწყება, 1 ივნისიდან მასშტაბურ სახეს მიიღებს და მოიცავს როგორც კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამას, ისე სამეცნიერო კონფერენციებსა და სტუდენტურ ექსპედიციებს.

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს აღსანიშნავი ღონისძიებები სვეტიცხოვლობის დღესასწაულის ჩათვლით გაგრძელდება. 14 ოქტომბერს დაგეგმილია სიმპოზიუმი თემაზე - „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“.

საიუბილეო ღონისძიებები საქართველოს მთავრობისა და საპატრიარქოს კოორდინაციით განხორციელდება" - ვკითხულობთ ინფორმაციაში.


close დახურვა