ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგი, ლადო აფხაზავას ინფორმაციით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მხარდამჭერ კამპანიაში "მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს" ათეულთა კლუბიც ერთვება.
"ჩვენ, მასწავლებლები ვზრდით მომავალ თაობებს – სიტყვით, ცოდნით, სიყვარულით, ოღონდ უფრო მეტად, მაგალითებით.
დღეს დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებს ყველაზე მეტად ჩვენი თანადგომა სჭირდება. თითოეულ ჩვენთაგანს შეუძლია თუნდაც მცირედ ხელის გაწვდენით, წვეთ-წვეთობით ავავსოთ სიკეთის ფიალა.
65 ათასამდე მოქმედი მასწავლებელია საქართველოში, გავიღოთ მცირედი ბავშვებისთვის", - ნათქვამია ლადო აფხაზავას განცხადებაში, რომელსაც ათეულთა კლუბის სახელით ავრცელებს.
ათეულთა კლუბს მითითებული აქვს ანგარიშის ნომრებიც, სადაც ბავშვების დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხა ჩარიცხონ.
საქართველოს ბანკი – GE04BG0000000470581300
მიმღები: ვ. ა.
ლიბერთი ბანკი – GE73LB0711104473817440
მიმღები: ვ.ა
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მხარდამჭერად 20 მაისს მარათონი დაიწყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა კლუბმა, საქველმოქმედო კამპანია ისევ გრძელდება.
დიუშენით დაავადებული ბავშვები და მშობლები ერთ თვეზე მეტია აქციას მართავენ თბილისში და მოითხოვენ, სახელმწიფომ უზრუნველყოს ბავშვებისთვის საჭირო მედიკამენტების შემოტანა.
