მოძრაობა "დაიცავი ილიაუნის" წევრებმა უწყვეტ ლაივ მარათონში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის უკვე ნახევარი მილიონ ლარზე მეტი შეაგროვეს, კამპანიაში ჩართვის სურვილი სხვადასხვა ბიზნესებმა, კომპანიებმა და მოქალაქეებმა გამოხატეს.
სულაკაურის გამომცემლობა: "დიუშენის დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად ხვალ, 23 მაისს, ჩვენს მაღაზიებში შესრულებული თითოეული ტრანზაქციიდან 1 ლარი მათ ფონდში გადაირიცხება. იმედი გვაქვს, სიმბოლური 1 ლარის გამოწვევას სხვა ბიზნესის წარმომადგენლებიც შეუერთდებიან. წამალი ბავშვებს!"
ბიბლუსი: "წამალი ბავშვებს! 23 მაისს, ბიბლუსის დაბადების დღეზე, ყოველი შეძენილი წიგნიდან 1 ლარი გადაირიცხება დიუშენის დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდასაჭერ ფონდში. ერთად კეთილი საქმის კეთება ჩვენთვის საუკეთესო საჩუქარია"
გამომცემლობა ინტელექტი: "წამალი ბავშვებს! ვუერთდებით, სულაკაურის გამომცემლობა • Sulakauri Publishing ინიციატივას და 23 მაისს „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში, წიგნის მაღაზია „შაქრო ბაბუაში“ და intelekti.ge-ზე გაყიდული თითოეული წიგნიდან 1 ლარს გადავრიცხავთ დიუშენის დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად"
არტანუჯი: "წამალი ბავშვებს! ვუერთდებით „სულაკაურის გამომცემლობის“ წამოწყებას და ხვალ, 23 მაისს, წიგნის მაღაზიებში – „ბიბლუსსა“ და „შაქრო ბაბუაში“ – გაყიდული თითოეული წიგნიდან 1 ლარი დიუშენის დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად გადაირიცხება"
ცოდნის კაფე: "ვუერთდებით სულაკაურის გამომცემლობა • Sulakauri Publishingს ინიციატივას და დიუშენის დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად ხვალ, 23 მაისს, ჩვენს წიგნის მაღაზიაში შესრულებული თითოეული ტრანზაქციიდან 1 ლარი მათ ფონდში გადაირიცხება. იმედი გვაქვს, სიმბოლური 1 ლარის გამოწვევას სხვა ბიზნესის წარმომადგენლებიც შეუერთდებიან. წამალი ბავშვებს!"
გიშო კოფი: "დიუშენის დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად დღეიდან 26 მაისის ჩათვლით ჩვენს კოფი-შოპში შესრულებული თითოეული ტრანზაქციიდან მიღებული 1 ლარი ილიაუნის სტუდენტების მიერ შექმნილ ფონდში გადაირიცხება. მოვუწოდებთ სხვა კოფი-შოპებს და ბიზნესებს, შემოგვიერთდნენ ამგვარ ქველმოქმედებაში და ერთად ვუყიდოთ საჭირო მედიკამენტი ბავშვებს!"
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბი: "ჩვენ მასწავლებლები ვზრდით მომავალ თაობებს- სიტყვით, ცოდნით, სიყვარულით, ოღონდ უფრო მეტად- მაგალითებით. დღეს დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებს ყველაზე მეტად ჩვენი თანადგომა სჭირდება. თითოეულ ჩვენთაგანს შეუძლია თუნდაც მცირედ ხელის გაწვდენით , წვეთ- წვეთობით ავავსოთ სიკეთის ფიალა. 65 ათასამდე მოქმედი მასწავლებელია საქართველოში, გავიღოთ მცირედი ბავშვებისთვის. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბი ერთვება ამ კამპანიაში."
ბურატინო სათამაშოები: "სიკეთე გადამდებია! ვუერთდებით სულაკაურის გამომცემლობა • Sulakauri Publishing-ის ინიციატივას და ხვალ, 23 მაისს, ბურატინოს ოთხივე ფილიალში განხორციელებული თითოეული ტრანზაქციიდან 1 ლარი გადაირიცხება დიუშენის დისტროფიის მქონე ბავშვების ფონდში, წამალი ბავშვებს!"
FlowFlow Magazine: "დიუშენის დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად, 22-დან 28 მაისამდე პერიოდში გაყიდული ყველა ბილეთიდან, 1 ლარი მათ ფონდში გადაირიცხება. წამალი ბავშვებს !"
წიწილა: "დიუშენის დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად ხვალ და ზეგ , 23 და 24 მაისს, წიწილა ბისტროს ფილიალებში შესრულებული თითოეული ტრანზაქციიდან 5 ლარი ფონდში მათ დასახმარებლად გადაირიცხება. ჩვენი მხარდაჭერა ბავშვებს."
Auto Home: "23 მაისს Auto Home-ში გაყიდული თითოეული ავტომობილიდან — 200 ლარი გადაირიცხება დიუშენის დისტროფიის მქონე ბავშვების ფონდში. ვუერთდებით სულაკაურის გამომცემლობა • Sulakauri Publishing. ერთად მეტი სიკეთის გაკეთება შეგვიძლია. წამალი ბავშვებს!"
ქარექს ავტო: "დიუშენის დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად, ქარექს ავტო-ში მომავალი 1 კვირის განმავლობაში ყოველი შეკვეთილი ავტომობილიდან 100₾ გადაირიცხება ფონდში. გააზიარე, რომ უფრო მეტმა ადამიანმა იცოდეს და ჩაერთოს. წამალი ბავშვებს!"
საქართველოს უნივერსიტეტი: "საქართველოს უნივერსიტეტი უერთდება დაიცავი ილიაუნის მარათონს და დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად რიცხავს 15000 ლარს, UG სტუდენტების, კურსდამთავრებულების და თანამშრომლების სახელით"
საბა: "ბავშვთა დაცვის კვირეულთან დაკავშირებით “საბა” 23 მაისიდან 1 ივნისამდე შეძენილი თითოეული გამოწერის სერვისის საფასურიდან 1 ლარს გადარიცხავს დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად."
რე:სქული: "ჩვენი ყველას ვალია დავეხმაროთ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებს. კომპანია re:school უერთდება ილიაუნის სტუდენტების მარათონს და რიცხავს 2000 ლარს რე:სქულელი თანატოლების სახელით. სურვილის შემთხვევაში, ბავშვებს უსასყიდლოდ შევასწავლით ტექნოლოგიურ პროფესიებს."
ვიშლისთი: "წამალი ბავშვებს! ერთად ყველაფერს შევძლებთ. 23 და 24 მაისს - შემოსული რეალიზაციის 5% “ბარბარეს და ნინოს ფონდის” სახელით სრულად გადაირიცხება დიუშენის დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდასაჭერ ფონდში.(ჩვენ ჩვენით უკვე გადავრიცხეთ გარკვეული თანხა და თქვენთან ერთად კიდევ უფრო მეტ სასწაულს მოვხდენთ)"
"გამარჯობა. მე ხაშურის ბაზარში ვვაჭრობ, ხილ-ბოსტნეულის პატარა დახლი მაქვს და ერთი პატარა იდეა მაქვს, ხვალ შემოსული მთლიანი ნავაჭრი რაც იქნება, საღამოს ჩავრიცხავ დიუშენის სინდრომიანი ბავშვებისთვის.წარმატებები ყველას ასე ერთმანეთის გვერდით დგომით აუცილებლად ყველაფერი კარგად იქნება", - წერს მოქალაქე ჯაბა ჩაჩანიძე სოციალურ ქსელში.
ბექას სკოლა: "ბექას სკოლა" უერთდება ილიაუნის სტუდენტების საქველმოქმედო მარათონს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად და გთავაზობთ საქველმოქმედო ვებინარს, რომელიც შეეხება ინგლისურის სწავლის პროცესში ხელოვნური ინტელექტის ეფექტურად გამოყენების მეთოდებს. შაბათი, 23 მაისი 20:00 საათი. რეგისტრაციის შემდეგ მეილზე მოგივათ Google Meet-ის ბმული, რომლითაც შეძლებთ ვებინარზე დასწრებას. თუ ვებინარზე დასწრებას ვერ შეძლებთ, მეილზე მოგივათ ლექციის ჩანაწერი. ვებინარის სიმბოლური ფასია 10 ლარი (ან რამდენიც შეგიძლიათ). თანხა პირდაპირ შეგიძლიათ ჩაურიცხოთ ილიაუნის სტუდენტებს."
გამომცემლობა პეგასი: "ვუერთდებით სულაკაურის გამომცემლობისის გამოწვევას და 23-31 მაისს bookmania.ge-დან გაყიდული ,,პეგასის" თითოეული წიგნიდან 1 ლარს გადავრიცხავთ დიუშენის დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად."
Omnibus Express • ომნიბუს ექსპრესი: "23-24 მაისს, ყოველი თქვენი ბილეთი სიკეთის ნაწილად იქცევა. ომნიბუსი უერთდება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდასაჭერ კამპანიას და აღნიშნულ დღეებში თითოეული გაყიდული ბილეთიდან 1 ლარს გადარიცხავს მათ დასახმარებლად. ერთად მეტი შეგვიძლია."
ნიკო კვარაცხელიას სახელობის ფონდი ∙ Nico Kvaratskhelia Fund: "ნიკო კვარაცხელიას სახელობის ფონდი ნიკოლოზობას გილოცავთ და უერთდება მარათონს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად."
გამომცემლობა კალმოსანი: "ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში, მაისში გაყიდული წიგნების სრული მოგება გადაირიცხება დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების დასახმარებლად."
საოჯახო სასტუმრო Green House Hotel: "დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის წამალი რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ამაზე ყველა ვთანხმდებით. რადგან ჩვენ პატარა საოჯახო ტიპის სასტუმრო გვაქვს, ამიტომ ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე დღეიდან 30 ივნისის ჩათვლით ყოველი საცალოდ გაყიდული პროდუქტუდან 5 % გადაირიცხება „დაიცავი ილიაუნი-ს“ ანგარიშზე, სადაც ლაივ სტრიმის მეშვეობით გროვდება თანხა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად. ჩვენ ერთად შეგვიძლია ამ ბავშვების მომავალი შევცვალოთ!"
Nana's Club: "ვუერთდებით მარათონს. თითოეული ბავშვის გადახდილი თანხიდან 5 ლარი გადაირიცხება ფონდში. ჭადრაკის ტურნირის და ოლიმპიადის მონაწილეებიდან-1₾. ბავშვებს აქვთ ყულაბა ქლაბში და შეგროვებული თანხაც სრულად დაირიცხება."
საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია Soviet Past Research Laboratory: "სოვლაბი უერთდება "დაიცავი ილიაუნის" წამოწყებულ კამპანიას დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად. 24 მაისს 18 საათზე სოვლაბი გამართავს ახალი წიგნის პრეზენტაციას „ქართული უტოპია - საბჭოთა სამეცნიერო ფანტასტიკური მწერლობა“. ავტორი - ქეთი ჩართოლანი. თანადგომა და მხარდაჭერა საზოგადოების მთავარი საყრდენია. წიგნების გაყიდვიდან შემოსული თანხის ნაწილი გადაირიცხება ბავშვებისათვის."
შინარი•Shinari: "შინარი უერთდება დიუშენის დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდამჭერ კამპანიას და დღეიდან, 1 ივნისამდე შემოსული თითოეული შეკვეთიდან 1 ლარი გადაირიცხება ფონდში."
რჩეული: "შაბათ-კვირის თითოეული ტრანზაქციიდან 1 ლარი ფონდში გადაირიცხება."
ჩიკატაი • Chikatai: "საუკეთესო მაგალითი გვაჩვენეს ილიას უნივერსტეტის სტუდენტებმა - პატარა ნაბიჯიც რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს თითქოს სულ ვიცით, მაგრამ ხანდახან შეხსენება მაინც გვჭირდება როგორც ჩანს. ვუერთდებით მათ წამოწყებას და დღეიდან ერთი კვირის მანძილზე ყველა გაყიდული პროდუქტიდან 10₾ გადაირიცხება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების საჭიროებებისთვის. შეიძლება ეს ძალიან ცოტაა რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ამ ეტაპზე, მაგრამ გვჯერა, რომ პატარა ნაბიჯიც მნიშვნელოვანია!"
Academy of Digital Industries: "ციფრული ინდუსტრიის აკადემია უერთდება დიუშენის დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდამჭერ ინიციატივას. მიმდინარე თვის შემოსავლიდან სიმბოლური თანხა გადაირიცხება მათ ფონდში."
