logo
ENG



სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს ლევან ახობაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

23 მაი 202616:34
3 წუთის საკითხავი
 
2026/05/23/6glk3muhn14g54y.jpg

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილ მოადგილეს ლევან ახობაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ნანა შამათავამ მიიღო.

სუს-მა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ლევან ახობაძე გუშინ, 22 მაისს დააკავა.

დაკავებულის ადვოკატის რაჟდენ კუპრაშვილის თქმით, ლევან ახობაძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას არა დიდი ოდენობით თანხა, არამედ, ორი თვის ხელფასი ამოიღეს.

Ipn.ge-ის თანახმად, ადვოკატი აცხადებს, რომ არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რომ ლევან ახობაძემ ქრთამი აიღო.

ადვოკატის თქმითვე, ლევან ახობაძე გამოძიების ეტაპზე არც ერთხელ არ გამოუკითხავთ, ის პირდაპირ დააკავეს.

სუს-ის განცხადებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 11-დან 15 წლამდე ვადით ითვალისწინებს.


close დახურვა