logo
ENG



სერბეთის პრეზიდენტი: შესაძლებელია, მალე გადავდგე

25 მაი 202613:11
3 წუთის საკითხავი
 
2026/05/25/vwnnqfkcnn83lyk.png

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა მასშტაბური საპროტესტო აქციის შემდეგ, განაცხადა, რომ მისი მანდატი მალე იწურება და შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს.

"ასე რომ, შესაძლებელია, მალე გადავდგე", -  თქვა ვუჩიჩმა ჟურნალისტებთან პეკინში, ჩინეთში ვიზიტის დაწყებისას.

მან აღნიშნა, რომ ის არ შეამცირებს მანდატს, როგორც ეს ადრე პრეზიდენტმა ბორის ტადიჩმა გააკეთა, რადგან ან უნდა გადადგე, ან იყო პრეზიდენტი მანდატის დასრულებამდე.

ცნობისთვის, 23 მაისს, სერბეთის დედაქალაქში ათიათასობით ადამიანი მთავრობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე გამოვიდა და ვადამდელი არჩევნები მოითხოვა.

"ვუჩიჩი გარეთ" - სკანდირებდნენ პროტესტის მონაწილეები და ითხოვდნენ სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის გადადგომას.

სერბეთის პრეზიდენტთან ერთად, დემონსტრანტები ითხოვდნენ სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრის და საიდუმლო სამსახურის უფროსის გადადგომას, რომელთაც ბელგრადში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევაში ადანაშაულებენ.

 


close დახურვა