logo
ENG



გვარამია: ძალიან მალე ახალ, ნამდვილ არჩევნებს მივიღებთ

26 მაი 202623:10
3 წუთის საკითხავი
 
2026/05/26/h4xstr0lb17kr59.png
IPN

საქართველო არ იმსახურებს ბიძინა ივანიშვილის ბანდიტურ რეჟიმს, - ამის შესახებ „ოპოზიციური ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ აქციაზე განაცხადა.

"მე მინდა თბილისიდან ერევანში მივესალმო მარკო რუბიოს თქვენთან ერთად ტელეფონების ანთებით. საქართველო იმსახურებს ყველა ჩვენს მეგობარს თბილისში, შავიზღვისპირეთის მთავარ ქალაქში. დედაქალაქ თბილისში უნდა ჩამოდიოდეს ყველა და აქ უნდა წყდებოდეს ამ რეგიონის მთავარი საკითხები. ვესალმებით მარკო რუბიოს, აშშ-ს, ევროკავშირს, ჩვენს დიდ ბრიტანელ ძმებს, ყველას ვისაც უყვარს საქართველო და ვინც გვიყვარს ქართველებს.

ვიწყებთ კამპანიას მთელი საქართველოს მასშტაბით, "საქართველო იმსახურებს უკეთესს", ეს კამპანია უნდა დავამთავროთ ახალი დემოკრატიული არჩევნებით და სანაგვეზე უნდა გავუშვათ ბიძინა ივანიშვილი და მისი სამარცხვინო ანტიქართული რეჟიმი.

მე მინდა მივესალმო ამ მიტინგის უხილავ დამსწრეებს, ქართველ პოლიტპატიმრებს, ყველას უკლებლივ, 2023 წელს დაპატიმრებულებს, 2024 წელს დაპატიმრებულებს, 2025 წელს დაპატიმრებულებს, ყველას, ვინც პატრიოტია და საქართველოს გამო იხდის უსამართლო სასჯელს. მინდა მივესალმო ამ მიტინგის უხილავ დამსწრეებს, ქართველ ემიგრანტებს, რომლებიც აქ ხილულად იდგებიან, როცა ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანაში არ იქნება“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.


close დახურვა