logo
ENG



პაპუაშვილი:„ფეისბუქის ერთი ფრენდ ლისტი“ არის, რაც ჩვენ გუშინ რუსთაველზე ვიხილეთ

27 მაი 202613:20
3 წუთის საკითხავი
 
2026/05/27/o66kag9gw1lc071.png

გუშინდელი დღე იყო განაჩენი რადიკალური ოპოზიციისთვის - სინამდვილეში, „ფეისბუქის ერთი ფრენდ ლისტი“ არის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, - ამის შესახებ "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„როგორც იტყვიან, „რაც არ უნდა მალო ჭირი, ჭირი მაინც თავს არ დამალავს“. არ დამალა ამ ჭირმაც თავი და გუშინ ვნახეთ „ნაცმოძრაობის“ აქცია, მთელი თავისი ესთეტიკით, პლაკატებით, მოწოდებებით, სახეებით. მიხეილ სააკაშვილის და მისი რეჟიმის მაღალჩინოსნების: გვარამიას, ბოკერიას, ვაშაძის მიერ ორგანიზებული ღონისძიება. ეს არის სინამდვილეში, რაც დაინახა ქართველმა ხალხმა. ადამიანები, რომლებიც მოწადინებული არიან, რომ გახლიჩონ საზოგადოება, ადამიანებს ზეიმი ჩააშხამონ. გუშინ ვნახეთ მათი მცდელობები, რომ რამენაირად ყოფილიყო რადიკალური მუხტი მათ მხრიდან, მაგრამ ეს მუხტიც აღარ აქვთ და დაკარგულია დიდი ხანია. ვფიქრობ, გუშინდელი დღე იყო განაჩენი რადიკალური ოპოზიციისთვის. ის რამდენიმე ათასი ადამიანი, რომელიც მათ გარშემო არის შემოკრებილი არის ზუსტად ის „ფეისბუქ ბაბლი“, რომელსაც თავი წარმოუდგენია საზოგადოებად. სინამდვილეში, „ფეისბუქის ერთი ფრენდ ლისტი“ არის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ. მათი მოწოდებებითაც ჩანდა, რომ უნდოდათ, სოციალურ ქსელებში გამოჩენილიყვნენ, სხვებისთვის დაენახებინათ საკუთარი თავი, ასე რომ ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი იყო იმისთვის, რომ რადიკალური ოპოზიციის რეალური სახე დაგვენახა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.


close დახურვა