logo
ENG



ზარქუა: გადამეტებები მთელ მსოფლიოში ხდება, მაგრამ მთავარი რა არის? რეაგირება

28 მაი 202614:35
3 წუთის საკითხავი
 
2026/05/28/krvnyipqo6xwq00.png

ასეთი გადამეტებები მთელ მსოფლიოში ხდება, ეს არ არის მხოლოდ საქართველოს მაგალითი, მაგრამ მთავარი რა არის? რომ რეაგირება არის მყისიერი, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან გორში მომხდარ ფაქტზე საუბრისას განაცხადა.

„არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ვინც ნახა, საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის მძიმე იყო ამ კადრების ნახვა. ამასთან დაკავშირებით აღიძრა შესაბამისად საქმე და დღეს უკვე დაკავებულები არიან. შემდეგ გაგრძელდება მსჯელობა და გამოძიება თუ რასთან გვაქვს საქმე.

ასეთი გადამეტებები მთელ მსოფლიოში ხდება, ეს არ არის მხოლოდ საქართველოს მაგალითი, მაგრამ მთავარი რა არის? რომ რეაგირება არის მყისიერი. ჩვენ ვნახეთ ამ დღეებში ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გადამეტებული ძალადობა პოლიციის მხრიდან მოქალაქეებზე, მაგრამ იქ არც საქმე აღძრულა და არც დაუკავებიათ. ასე რომ, აქ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლება, როგორც კი ნახავს მსგავს გადაზედმეტებულ მოქმედებას ძალოვნების მხრიდან, იქ რეაგირება მყისიერია და ამას უკვე ეს ქმედებაც ცხადყოფს, სადაც ექვსი პირია დაკავებული. დანარჩენს უკვე გამოძიება დაადგენს, რასთან გვაქვს საქმე და რატომ მოხდა ეს ფაქტი”, - განაცხადა ზარქუამ.


close დახურვა