რუმინეთის სასაზღვრო ქალაქ გალატში რუსული დრონი 10-სართულიან კორპუსს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთ ბინაში ხანძარი გაჩნდა და ორი ადამიანი დაშავდა.
ბუქარესტი ადასტურებს, რომ დრონი რუსეთს ეკუთვნოდა.
მედია წერს, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსულმა დრონმა რუმინეთის მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე დაზიანებები გამოიწვია.
რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საფრენი აპარატი მათ საჰაერო სივრცეში უკრაინის ოდესის ოლქზე მასირებული თავდასხმის დროს შეიჭრა. გალატი სწორედ უკრაინის საზღვართან მდებარეობს.
ბუქარესტმა მომხდარს რუსეთის მხრიდან სერიოზული და უპასუხისმგებლო ესკალაცია უწოდა. რუმინეთის საგარეო უწყებამ უკვე აცნობა ინციდენტის შესახებ NATO-ს გენერალურ მდივანს და მოკავშირეებისგან ანტიდრონული სისტემების გადაცემის დაჩქარება მოითხოვა.
