logo
ENG



ინდოელი სტუდენტი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

29 მაი 202622:29
3 წუთის საკითხავი
 
2026/05/29/m3m51oicz21qwda.png

შინაგან საქმეთა სამინისტროში "ფორმულას" დაუდასტურეს ინფორმაცია, რომ 23 წლის ინდოელი სტუდენტი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, მტკვარში გარდაცვლილი იპოვეს. 

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

23 წლის დვანიტ რაჯდიპის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ინდურ მედიაში გავრცელდა. ინდური მედიის ცნობით, მას მანამდე დაპირისპირება ჰქონდა თბილისში ბინის მეპატრონესთან, ასევე ინდოეთის მოქალაქესთან.

 


close დახურვა