logo
ENG



ტუსკის თქმით, მედვედევის სიტყვები ნატო-მ სერიოზულად უნდა მიიღოს

30 მაი 202618:30
3 წუთის საკითხავი
 
2026/05/30/82k99uq2z6821bi.png

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევის სიტყვები, რომ "ევროკავშირის მოქალაქეების მშვიდი ძილი დასრულებულია" - ნატო-მ სერიოზულად უნდა მიიღოს. 

"პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ახლა რუმინეთი. უფრო მეტი და მეტი რუსული პროვოკაცია. გუშინ ყოფილმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მოქალაქეების მშვიდი ძილი დასრულებულია. საბოლოოდ, ნატო-ში ყველამ ამ ფაქტებისა და სიტყვების სერიოზულად მიღება უნდა დაიწყოს", - დაწერა პოლონეთის პრემიერმა სოციალურ ქსელში. 

ცნობისთვის, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოსახლეობა გააფრთხილა, მას შემდეგ, რაც რუსული დრონი რუმინეთის ტერიტორიაზე შეიჭრა. ამის შესახებ მედვედევმა სოციალურ ქსელში დაწერა. 

"ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებო, თქვენ უნდა გააცნობიეროთ, რომ თქვენი ხელისუფლება ცალმხრივად შევიდა ომში რუსეთთან. ამიტომ, იყავით ფხიზლად და არაფერი გაგიკვირდეთ. მშვიდი ძილი დასრულდა. მაგრამ იცით, ვის უნდა მოჰკითხოთ მიზეზი", - დაწერა მედვედევმა.


close დახურვა