logo
ENG



მდინარაძე: ვერა და ვერ მიხვდა [გერმანიის ელჩი] როგორ უნდა ესაუბროს ქართველ ხალხს

01 ივნ 202615:17
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/01/v9rkn39vfbkb9ds.jpg

მამუკა მდინარაძე გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის "რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუს გამოეხმაურა. მდინარაძის თქმით, გერმანიის ელჩმა ამ დრომდე ვერ გააცნობიერა  როგორ უნდა ესაუბროს ქართველ ხალხს

"ინტერვიუ მიანიშნებს იმაზე, რომ ვერა და ვერ მიხვდა ეს ადამიანი [ფიშერი] როგორ უნდა ესაუბროს ქართველ ხალხს, ქართულ სახელმწიფოს და მის არჩევანს, ვერ მიხვდა, ვერ გაიაზრა.

ბევრმა, სხვათაშორის, გადახედა თავის განცხადებას ბოლო პერიოდის განმავლობაში და ცდილობენ აღარ გამოიყენონ მსგავსი ეპითეტები და აღარ იყენებენ.

სამწუხაროდ, შეურაცხყოფას აყენებს ქარველი ხალხის არჩევანს, ქართველმა ხალხმა აირჩია ქართული ოცნების ხელისუფლება, რომლის მთავარი ღირებულება და მთავარი ხაზი გადაწყვეტილების მიღების პროცესში არის დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება, ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი.

როდესაც ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის წარმომადგენლის მხრიდან ვხედავთ და სხვათაშორის, ეს მენეჯმენტის გარეშე არ ხდება ხოლმე, მწვანე შუქს ასეთი ტერმინებისათვის, მაშინ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ თუ ვინმე აღვივებს ევროსკეპტიციზმს ამ ქვეყანაში, ეს არის უსამართლობა და ამ უსამართლობის ავტორი ადამიანები, იმ ადამიანის ჩათვლით, რომელზეც თქვენ კითხვა დამისვით", - თქვა მდინარაძემ.

ცნობისთვის, გერმანიის ელჩმა საქართველოში პეტერ ფიშერმა "რადიო თავისუფლებასთან" "ქართული ოცნების" წარმომადგენელთა ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართულ განცხადებებზე ისაუბრა. ფიშერის თქმით, "ოცნების" წერილები [განცხადებები] გათვლილია იმაზე, რომ მეტი მხარდაჭერა შესძინონ ნარატივს საქართველოს  საქართველოს მიმართ ევროკავშირის ავ ზრახვებზე. 

"რადიო თავისუფლებასთან" გერმანიის ელჩი ოთხწლიანი ვადის დასასრულს აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნება" მივიდა დასკვნამდე, რომ არ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება.

ინტერვიში ფიშერი აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნება" არ არის გულწრფელი საკუთარ მოსახლეობასთან, ვინაიდან ხალხი ოცნებობს ევროპაზე, ევროკავშირში გაწევრანებაზე, ძალაუფლებაში მყოფი პირებისთვის კი ეს მნიშვნელოვანი არ არის. 


close დახურვა