logo
ENG



გორდულაძე: აშშ-სთან ურთიერთობა უნდა ეფუძნებოდეს თანაბარ საწყისებს, ტოლ-სწორად ურთიერთობას

02 ივნ 202612:37
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/02/5ihgug66t6rd2aw.png

ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების თვისობრივად ახალ რეჟიმზე გადაყვანა ჩვენი გუნდის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ის უნდა ეფუძნებოდეს თანაბარ საწყისებს, ტოლ-სწორად ურთიერთობას და ჩვენი ინტერესების გათვალისწინებას. რა თქმა უნდა, აშშ-საც თავისი ინტერესები აქვს და ამ ინტერესების თანხვედრაზეა დამოკიდებული ჩვენი ურთიერთობების საბოლოო ჯამში გაღრმავება და რაც მთავარია, რეალურ სტრატეგიულ პარტნიორობაზე დაფუძნება.

რაც შეეხება განცხადებას, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია, რომლისთვისაც მთავარი დემოკრატიული საწყისებია, ვერანაირად ვერ მოიწონებდა და მკაცრად გააკრიტიკებდა იმ ანტიდემოკრატიულ სვლებს, რომლითაც დაკავებულია “კოლექტიური ნაცმოძრაობა“. ასეთია ქართველი ხალხის და მათი მხარდამჭერების ნების უგულებელყოფა, მანდატების არგამოყენება, რომელიც პოლიტიკური თვალსაზრისით ვალდებულებაც კი არის. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი ადმინისტრაციისთვის და მათი წარმომადგენლებისთვის ვერანაირად ვერ იქნება მოსაწონი „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ მხრიდან დემოკრატიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები


close დახურვა